ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის

მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის, - ინფორმაციას გამოცემა eKathimerini ავრცელებს , რომლის წყაროების ცნობით, უკრაინამ საბერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის, - ინფორმაციას გამოცემა eKathimerini ავრცელებს , რომლის წყაროების ცნობით, უკრაინამ საბერ…

საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის, - ინფორმაციას გამოცემა eKathimerini ავრცელებს, რომლის წყაროების ცნობით, უკრაინამ საბერძნეთს 200-მდე რაკეტის გადაცემის თხოვნით მიმართა. როგორც აღინიშნება, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ამ რაკეტას ექსპლუატაციის ვადა ეწურება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადება ითვალისწინებს საბერძნეთის მიერ რაკეტების ნორვეგიისთვის მიყიდვას, რომელიც შემდეგ მათ უკრაინას მიაწვდის. ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ათენს არ გამოუხატავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ამაზე დადებითად რეაგირებას გეგმავს.

ბერძენი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანას უკვე შეაქვს წვლილი მოკავშირეების უსაფრთხოებაში Patriot-ის სისტემების განლაგებით, კერძოდ, საუდის არაბეთში არსებული ბატარეით, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იცავს.

საბერძნეთმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინის დასახმარებლად მიაწოდა Sea Sparrow-ისა და Crotale-ის ტიპის რაკეტები მას შემდეგ, რაც ბერძნულ შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემების ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა.

ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, რომლის შეიარაღებაშიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot და შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი რაკეტა-გამტაცებლებიც, საკუთარი მარაგებიდან უკრაინას ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო. ამიტომ, როგორც ნიდერლანდელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ამ საკითხში ზეწოლა სხვა ქვეყნებზე უნდა განხორციელდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს