ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ რამდენიმე მარშრუტზე რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ რამდენიმე მარშრუტზე რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთ…

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება რამდენიმე მარშრუტზე, სადაც შეზღუდვები დაწესდა 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ჩვენს სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფის მიზეზად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანება სახელდება. ტრაგედიის შემდეგ აზერბაიჯანის ავიახაზებმა უსაფრთხოების მიზეზით შეაჩერა ფრენები ბაქოდან რამდენიმე რუსულ ქალაქში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს