ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოაქვეყნოს

ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოაქვეყნოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოაქვეყნოს. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. „ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოაქვეყნოს. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. „ა…

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოაქვეყნოს.

ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

„არსებობს გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება პარასკევს გამოქვეყნდება. შესაძლოა, შეთანხმების უფრო ადრე გამოქვეყნებაც გადაწყვიტოს. თუმცა პარასკევს გვაქვს ოფიციალური ცერემონია და სწორედ ამ დროს სურს პრეზიდენტს მემორანდუმის გამოქვეყნება. შეთანხმებაში წერია, რომ ისინი ამერიკული ფულის ერთ ცენტსაც კი არ მიიღებენ“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, სანქციების მოხსნისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სხვა ქვეყნებს ირანში ინვესტიციების შეტანა შეეძლებათ.

„ირანელები კარგად თუ მოიქცევიან, სანქციები მოიხსნება და ისინი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირდებიან. ჩვენ არა, მაგრამ სხვა ქვეყნებს მოუწვევთ, ირანში ინვესტიციები განახორციელონ“, – განაცხადა ვენსმა.

მოგვიანებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „სიენენთან“ შეთანხმების შინაარსზეც ისაუბრა. მისი თქმით, „მემორანდუმი დაახლოებით გვერდ-ნახევრიანია, ასე რომ, ეს ძალიან ზოგადი დოკუმენტია. რიგ საკითხებზე ყველაფრის გარკვევა ტექნიკური მოლაპარაკებების ეტაპზე მოგვიწევს“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტის პირველი პუნქტი ირანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას ავალდებულებს.

„შეთანხმების პირველი პუნქტი ფაქტობრივად ამბობს, რომ ირანი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, იღებს ვალდებულებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამის ნაწილია, რომ ირანელებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობრივი ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება და რეგიონული არასტაბილურობის წახალისება“, -განაცხადა ჯეი დი ვენსმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს