ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

ალექსანდრ ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს

ალექსანდრ ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა და განაცხადა , რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა და განაცხადა , რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი…

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის მხრიდან სამხედრო ქმედებების მოლოდინი არ უნდა იყოს და ზელენსკის მკვეთრი სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, თავდაპირველად ზელენსკის განცხადებებს, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მუქარას, დუმილით პასუხობდა.

„შესაძლოა, სადღაც გადავაჭარბე, მაგრამ ეს იყო პასუხი ზელენსკის უსაფუძვლო განცხადებებზე – დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დავესხმებით თავს – მე ჩუმად ვიყავი. ყველას გაუკვირდა ჩემი დუმილი. მესმოდა, ადამიანი ამხელა ზეწოლაშია, ახალგაზრდაა, გამოუცდელი, სამხედრო გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა, რაღაც თავში რიგზე არ იყო. ვჩუმდებოდი, მაგრამ როდესაც მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი, მეპასუხა. ვლადიმერ ალექსანდრეს ძე თუ განაწყენებულია, ბოდიშს ვუხდი ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, ეს არ ღირდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს და ბოლოს, იბრძვის. შესაძლოა, ამაზე ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა. მეორე მხრივ, მან უნდა გაიგოს, ჩვენთან ხშირად ამბობენ – რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ბელარუსის ტერიტორიაზე 500 სამიზნე აქვს განსაზღვრული. საპასუხოდ კი ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მინსკს უკრაინაში ერთი „ძალიან სერიოზული“ სამიზნის კოორდინატები აქვს და დარტყმით დაიმუქრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს