ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირანმა აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა

ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირანმა აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანმა ერთი თვის წინ აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა . „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანმა ერთი თვის წინ აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა . „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუ…

ირანმა ერთი თვის წინ აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუხაროდ, სწორედ ამერიკელებმა განახორციელეს ეს აგრესიული ქმედებები და ამით საკუთარი ვალდებულებები თავადვე დაარღვიეს“, – განაცხადა ქაზემ ღარიბაბადიმ.

მისივე თქმით, ამის შედეგად ირანმა ვალდებულების შესრულება შეაჩერა.

ღარიბაბადის თქმით, თეირანი მტკიცედ იცავს თავს.

„ჩვენ ამას მტკიცედ და გადამწყვეტად გავაკეთებთ. ვფიქრობ, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ მიიღეს პასუხი, რომ ეს აგრესიული ქმედებები მათ ვერაფერს მოუტანს“, – განაცხადა ირანის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„სიენენის“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთი ნიშანია, რომ ირანსა და აშშ-ს შორის კატარისა და პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს