ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა , რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს. გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, როგორ გაიგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა , რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს. გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, როგორ გაიგ…

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა, შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს.

გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, როგორ გაიგო შპანის გეგმის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ამბავი მან პარტიას ძალიან გვიან შეატყობინა.

„არავის გვქონდა რეალურად შესაძლებლობა, მასთან ამაზე გვესაუბრა. პარტიასა და საპარლამენტო ჯგუფს ამის შესახებ ძალიან გვიან უთხრა. დრო რომ გვქონოდა, მშვიდად განვიხილავდით, მაგრამ ეს დრო არ გვქონდა“, – აღნიშნავს ფრიდრიხ მერცი.

ჟურნალისტმა ფრიდრიხ მერცს ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს იმედგაცრუებულად, მაგრამ გერმანიის კანცლერმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

„ამაზე საჯაროდ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, თუმცა თავად საკითხი უკვე დახურულია. ის გადადგა. მის მუშაობას პატივსაც ვცემ. როგორც ბუნდესტაგში საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და ამისთვის, ისევე როგორც ბოლო კვირების რეფორმებისთვის, მადლობას ვუხდი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, იენს შპანმა, რომელიც ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, 18 ივლისს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში სუროგატი დედის მეშვეობით შვილს ელოდებოდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება პარტიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სუროგაციის წინააღმდეგია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს