ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ტრამპი: ირანი სერიოზულად დაზარალდა. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ. ჩვენ ვაკონტროლებთ სრუტეს, ისინი არაფერს აკონტროლებენ

ტრამპი: ირანი სერიოზულად დაზარალდა. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ. ჩვენ ვაკონტროლებთ სრუტეს, ისინი არაფერს აკონტროლებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. მედიასთან საუბრისას შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო მწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. მედიასთან საუბრისას შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო მწ…

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. მედიასთან საუბრისას შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ტრამპი ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირანის მიერ იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა. საერთო ჯამში ირანთან დაწყებული ომის მიმდინარეობისას 17 ამერიკელი სამხედროა დაღუპული.

„ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ. ჩვენ ვაკონტროლებთ სრუტეს, ისინი არაფერს აკონტროლებენ. ასე რომ, ვნახავთ რა იქნება. იერიშები გრძელდება“, - განაცხადა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს