ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის კვლავ ღიაა

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის კვლავ ღიაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის კვლავ ღიაა. „ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიისთვის. ეს უნდა იყოს რეალური. ეს უნდა იყოს გარიგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის კვლავ ღიაა. „ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიისთვის. ეს უნდა იყოს რეალური. ეს უნდა იყოს გარიგ…

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის კვლავ ღიაა.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიისთვის. ეს უნდა იყოს რეალური. ეს უნდა იყოს გარიგება, რომლის დასაცავადაც ისინი მზად იქნებიან. ერთი კვირის წინ ირანს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იქნებოდა და ისინი აღარ დაესხმებოდნენ თავს გემებს. ამის ნაცვლად, სამ გემს დაესხნენ თავს. ასე რომ, მათი ქცევა უნდა შეიცვალოს, რათა ჩვენიც შეიცვალოს. არ შეიძლება, გქონდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, თუ მისი პირობები ირღვევა. შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. არაერთხელ ვცადეთ ირანთან და კვლავ განვაგრძობთ მცდელობას“, – აღნიშნა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუბიოს განცხადებით, ირანის მმართველ სისტემაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება შიდა განხეთქილება. მისივე თქმით, ეს განხეთქილება ირანმა შიგნით თავად უნდა მოაგვაროს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს