ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

აშშ-სა და ირანს შორის ესკალაციის ფონზე, ნავთობი ისევ გაძვირდა

აშშ-სა და ირანს შორის ესკალაციის ფონზე, ნავთობი ისევ გაძვირდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომის ფონზე, კვლავ ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა . ლონდონის ICE ბირჟაზე ორშაბათს დილით, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობი 90,8 დოლარი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომის ფონზე, კვლავ ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა . ლონდონის ICE ბირჟაზე ორშაბათს დილით, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობი 90,8 დოლარი…

მსოფლიო ბირჟებზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომის ფონზე, კვლავ ბარელზე 90 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ლონდონის ICE ბირჟაზე ორშაბათს დილით, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობი 90,8 დოლარი ღირდა, რაც წინა ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელზე 2,8%-ით მეტია. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 90 დოლარს ივნისის შუა რიცხვების შემდეგ პირველად გადააჭარბა.

ძვირდება ამერიკული WTI მარკის ნავთობიც. 20 ივლისის დილას მისი სექტემბრის ფიუჩერსები 84,7 დოლარი ღირდა, რაც 2,2%-იან ზრდას ნიშნავს.

ნავთობის კოტირებების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდება, რომლის მსვლელობისას ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებს ესხმის თავს. აშშ აცხადებს, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიაქვს დარტყმები. თავის მხრივ, ირანი მეზობელ ქვეყნებში მდებარე იმ სამხედრო ობიექტებს უტევს, რომლებიც აშშ-სთანაა დაკავშირებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს