ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა

გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის ბავარიის მიწაში, საჯარო ღონისძიების დროს, კაცმა მხარის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერს პომიდორი ესროლა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით , ინციდენტი ​ბერნაუ-ამ-ქიმზეეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის ბავარიის მიწაში, საჯარო ღონისძიების დროს, კაცმა მხარის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერს პომიდორი ესროლა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით , ინციდენტი ​ბერნაუ-ამ-ქიმზეეს…

გერმანიის ბავარიის მიწაში, საჯარო ღონისძიების დროს, კაცმა მხარის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერს პომიდორი ესროლა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს.

გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტი ​ბერნაუ-ამ-ქიმზეეს თემში მოხდა, სადაც ზიოდერი დასახლებული პუნქტის 1100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სტუმარი იყო და სადღესასწაულო სიტყვით უნდა გამოსულიყო.

თვითმხილველების თქმით, კაცი მოულოდნელად გამოხტა ბუჩქებიდან და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელს პომიდორი ესროლა. ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ ის პატიმრობაში აიყვანა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის 31 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. ზიოდერი კი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა და მცირე შეყოვნების მიუხედავად, სიტყვითაც გამოვიდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს