ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ფრიდრიხ მერცის პარტიაში აცხადებენ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის

ფრიდრიხ მერცის პარტიაში აცხადებენ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს და კატასტროფას უწოდებს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს და კატასტროფას უწოდებს.…

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს და კატასტროფას უწოდებს.

მისი თქმით, შეთანხმება ირიბად უჭერს მხარს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ და „ირანს ბირთვული ბომბის შექმნის საკმარის შესაძლებლობას უტოვებს“.

„ეს კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის“, – განაცხადა კიზევეტერმა.

ამასთან, კიზევეტერმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერი მხოლოდ მოკლევადიან შედეგზეა ფოკუსირებული.

„როგორც კი სასტიკი რეჟიმი იმუქრება, ტრამპი დათმობაზე მიდის და სწრაფი პიარგამარჯვებისთვის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს სწირავს“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება უკვე მიღწეულია და ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ გაიხსნა საზღვაო გადაზიდვებისთვის.

როგორც ცნობილია, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო პროექტი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, თეირანის ბირთვული საქმიანობიდან დაწყებული ჰორმუზის სრუტის განბლოკვითა და ირანული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მოხსნით დამთავრებული. შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს