ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ჯეი დი ვენსსა და მის მეუღლეს მეოთხე შვილი გაუჩნდათ

ჯეი დი ვენსსა და მის მეუღლეს მეოთხე შვილი გაუჩნდათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და მის მეუღლეს, უშა ვენსს, მეოთხე შვილი - ვაჟი შეეძინათ. ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაამხილა, რომ ალეკ ნილ ვენსი კვირას დილას დაიბადა . „უშა და პატარა თავს ბედნიერად და ჯანმრთელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და მის მეუღლეს, უშა ვენსს, მეოთხე შვილი - ვაჟი შეეძინათ. ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაამხილა, რომ ალეკ ნილ ვენსი კვირას დილას დაიბადა . „უშა და პატარა თავს ბედნიერად და ჯანმრთელ…

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და მის მეუღლეს, უშა ვენსს, მეოთხე შვილი - ვაჟი შეეძინათ. ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაამხილა, რომ ალეკ ნილ ვენსი კვირას დილას დაიბადა.

„უშა და პატარა თავს ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობენ, ჩვენი შვილები კი უზომოდ გახარებულები არიან პატარა ძმის გაცნობით“, - დასძინა მან და ასევე მადლობა გადაუხადა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრის სამხედრო ექიმებსა და პერსონალს გაწეული მზრუნველობისთვის.

სააგენტო Associated Press-ის თანახმად, ეს 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის დროს შვილი შეეძინა. წყვილს კიდევ სამი შვილი ჰყავს: 9 წლის იუანი, 6 წლის ვივეკი და ოთხი წლის მირაბელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს