ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა . მეფე ჩარლზ III-მ მისი გადადგომა მიიღო. მეფესთან ვიზიტამდე სტარმერი უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა . მეფე ჩარლზ III-მ მისი გადადგომა მიიღო. მეფესთან ვიზიტამდე სტარმერი უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზი…

კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. მეფე ჩარლზ III-მ მისი გადადგომა მიიღო. მეფესთან ვიზიტამდე სტარმერი უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციასთან.

„ჩემი სამუშაო შესრულებულია. 6,5 წლის განმავლობაში ჩვენი [ლეიბორისტული] პარტია 2019 წლის ისტორიული მარცხიდან გამოვიყვანე და ისე შევცვალე, რომ პასუხობდეს ქვეყნის ინტერესებს და მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში“, - განაცხადა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კი ენდი ბერნემი გახდა. სტარმერის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-მ მასაც უმასპინძლა.

„მისმა უდიდებულესობამ მიიღო პარლამენტის წევრი ენდრიუ ბერნემი და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება სთხოვა. ბერნემმა მიიღო მეფის წინადადება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნის ნიშნად მონარქს ხელი ეამბორა“, - აღნიშნულია სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს