ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

CNN: თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს

CNN: თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი…

იმის ფონზე, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშების გაცვლა უკვე მეცხრე ღამეა გრძელდება, თეირანი ამტკიცებს, რომ მას ძალუძს გაუძლოს ვაშინგტონის სამხედრო ძალას და საპასუხოდ ისეთივე მომაკვდინებელი პასუხი გასცეს, როგორიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ომის საწყისი დღეების მერე აღარ უნახავთ, - წერსტელეკომპანია CNN-ი.

ირანის სარაკეტო და დრონებით იერიშებმა აშშ-ის ძალებზე იორდანიასა და ერაყში სამი ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა, ერთი დაკარგულად ითვლება, ხოლო მრავალი სხვა დაჭრილია.

პენტაგონი არ ასაჯაროვებს თავისი ტექნიკის დანაკარგებს, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ მის მიერ მიტანილი მრავალდღიანი იერიშების შედეგად აშშ-ის მრავალი „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენი განადგურდა, ხოლო საბაზო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა თვითმფრინავების ანგარები, მძიმედ დაზიანდა.

იმ დროს, როდესაც აშშ ირანულ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, ხიდებს, პორტებსა და ელექტროსადგურებს უტევს, სპარსეთის ყურის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ქუვეითი და ბაჰრეინი, სადაც აშშ სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს, ხედავენ, თუ როგორ აზიანებს ირანული დრონები და რაკეტები მათ საკუთარ ინფრასტრუქტურას.

ირანი არ აჩვენებს ნიშნებს იმისა, რომ აშშ-მა მისი შესაძლებლობები ისე შეასუსტა, რომ განახლებული ბრძოლების დასასრული სადმე ჩანდეს.

ახლა კი ირანმა აჩვენა, რომ აშშ-ის ჯარები რეგიონის მასშტაბით ზუსტად იმავე საფრთხეების წინაშე დგანან და ამას საბედისწერო შედეგები მოჰყვა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს