ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს

Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამი…

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, ზელენსკიმ ფედოროვს შესაბამისი წინადადება გასულ უქმეებზე წაუყენა. მათ აღნიშნეს, რომ ბოლო ოთხი დღე ზელენსკიმ სამხედრო სარდლობასთან და პოლიტიკურ მრჩევლებთან შეხვედრებში გაატარა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა.

როგორც წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში ხელმძღვანელი თანამდებობა შესთავაზა, რაც მასთან პირდაპირ წვდომასა და თავდაცვის სფეროში ინოვაციებისა თუ სამხედრო რეფორმის კონტროლის უფლებამოსილებას ითვალისწინებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეთავაზებული სქემის მიხედვით, ფედოროვი თავდაცვის ტექნოლოგიების პროგრამებსა და შორი მოქმედების იარაღის წარმოების ზრდას გააკონტროლებდა, რაც მას საშუალებას მისცემდა, რეფორმები თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სარდლობის მიღმაც გაეგრძელებინა. გარდა ამისა, იგი უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფდა.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ფედოროვთან გასულ უქმეებზე დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა გამართა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან მასთან კავშირი თითქმის ყოველდღიურად ჰქონდა. პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს რამდენიმე ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მან ყველა წინადადება უარყო.

„ახლა მას [მიხაილო ფედოროვს] დიდი გავლენა აქვს. ის მხოლოდ ერთს ითხოვს: რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღადგინონ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს