ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი რუსეთში ვიზიტს გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ა…

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული გეგმები იმ ფონზე იკვეთება, როცა ვაშინგტონი და მოსკოვი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კვლავ დაძაბულ ურთიერთობაში რჩებიან, ხოლო ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ ახალი მძიმე სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

ვიზიტის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმირებული ამერიკული ოფიციალური პირის ცნობით, პატელის ვიზიტი რუსეთში 14-15 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. ის ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგს ეწვევა.

ოფიციალური პირის თქმით, მისი მასპინძელი, სავარაუდოდ, FSB იქნება - რუსეთის უსაფრთხოების სამსახური.

უცნობია, შეხვდება თუ არა პატელი რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ან მის რომელიმე თანაშემწეს. ასევე ბუნდოვანია, რა საკითხებია შეტანილი მის სამუშაო დღის წესრიგში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს