ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

„როიტერი“ – ირანსა და აშშ-ს შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ

„როიტერი“ – ირანსა და აშშ-ს შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები მხარეებს ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები მხარეებს ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ი…

ირანსა და აშშ-ს შორის შუამავლობის პროცესში ჩართული ქვეყნები მხარეებს ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის რეჟიმის დაწესებას სთავაზობენ, რათა დროებითი შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობები განიხილონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, შუამავლებმა თეირანს აშშ-თან ომის დეესკალაციის წინადადება გადასცეს, რომელიც ცეცხლის ათი დღით შეწყვეტას ითვალისწინებს.

აშშ-ირანის კონფლიქტის მორიგი ესკალაცია 8 ივლისიდან დაიწყო. შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პირველად, ირანის ტერიტორიაზე დარტყმები რამდენჯერმე მიიტანეს.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოქმედი ზავი დასრულდა.

საპასუხოდ, თეირანმა დარტყმები დაიწყო აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში – ბაჰრეინის, იორდანიის, კატარის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ტერიტორიებზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს