ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – ამერიკელებს რეგიონში ახალი სამხედრო აღჭურვილობა შემოაქვთ და აცხადებენ, რომ ომის შეჩერებას ცდილობენ, ჩვენ ამერიკული თამაშების ამოცნობის დაოსტატების ეტაპს მივაღწიეთ და ამის საფუძველზე მოვემზადეთ

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი – ამერიკელებს რეგიონში ახალი სამხედრო აღჭურვილობა შემოაქვთ და აცხადებენ, რომ ომის შეჩერებას ცდილობენ, ჩვენ ამერიკული თამაშების ამოცნობის დაოსტატების ეტაპს მივაღწიეთ და ამის საფუძველზე მოვემზადეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს , რომ თეირანი „ამერიკულ თამაშებზე“ არ წამოეგება. მისივე თქმით, ირანი აშშ-ის ტაქტიკის ამოცნობაში დახელოვნდა და „დაოსტატების ახალ ეტაპზე“ გადავიდა. „ამერიკელებს რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს , რომ თეირანი „ამერიკულ თამაშებზე“ არ წამოეგება. მისივე თქმით, ირანი აშშ-ის ტაქტიკის ამოცნობაში დახელოვნდა და „დაოსტატების ახალ ეტაპზე“ გადავიდა. „ამერიკელებს რ…

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანი „ამერიკულ თამაშებზე“ არ წამოეგება. მისივე თქმით, ირანი აშშ-ის ტაქტიკის ამოცნობაში დახელოვნდა და „დაოსტატების ახალ ეტაპზე“ გადავიდა.

„ამერიკელებს რეგიონში ახალი სამხედრო აღჭურვილობა შემოაქვთ და აცხადებენ, რომ ომის შეჩერებას ცდილობენ. ისინი ფსონს დებენ, რომ ჩვენი დაზვერვის მონაცემები მათი IQ-სავით დაბალია. ჩვენ ამ ამერიკული თამაშების ამოცნობის დაოსტატების ეტაპს მივაღწიეთ და ამის საფუძველზე მოვემზადეთ. ქმედებებმა უნდა დაადასტუროს მტკიცებები და არა ეწინააღმდეგებოდეს მათ“, – აცხადებს ღალიბაფი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ირანის რევოლუციურ გვარდიაში განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებენ. მათივე თქმით, ირანის თავდასხმები გაგრძელდება, რათა შტატების აგრესიას უპასუხოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს