ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

თეთრი სახლი – პრეზიდენტი ტრამპი ზომებს იღებს, რათა კანადამ პასუხი აგოს აშშ-ის კომერციის მიმართ არაგონივრული მოპყრობისთვის, კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფი დაწესდა

თეთრი სახლი – პრეზიდენტი ტრამპი ზომებს იღებს, რათა კანადამ პასუხი აგოს აშშ-ის კომერციის მიმართ არაგონივრული მოპყრობისთვის, კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფი დაწესდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მა კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფი დააწესა . მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი კანადის მიერ აშშ-ის ავტომობილების, ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების მიმართ „დისკრიმინაციული მოპყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მა კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფი დააწესა . მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი კანადის მიერ აშშ-ის ავტომობილების, ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების მიმართ „დისკრიმინაციული მოპყ…

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მა კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფი დააწესა. მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი კანადის მიერ აშშ-ის ავტომობილების, ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების მიმართ „დისკრიმინაციული მოპყრობის“ საპასუხოდ ხდება.

„პრეზიდენტი ტრამპი ზომებს იღებს, რათა კანადამ პასუხი აგოს აშშ-ის კომერციის მიმართ დისკრიმინაციის, არაგონივრული და არათანაბარი მოპყრობისთვის, რაც შრომისმოყვარე ამერიკელებს ტვირთად დააწვა და ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააგდო“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, ტარიფები არაერთ პროდუქტს მოიცავს, რომელთა შორისაა ტექნიკა, ღვინო, ჰოკეის ჯოხები, ცემენტი და მრავალი სხვა. როგორც ცნობილია, ტარიფები 30 დღეში შევა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ კანადაში მომხდარმა ტყის ხანძრებმა ოტავასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაზარდა. ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა, კანადის გარდა, აშშ-ის ქალაქები, მათ შორის ნიუ იორკი და ვაშინგტონი მოიცვა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანადამ ონტარიოს ხანძრების კონტროლს უკეთ უნდა გაართვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ კანადურ საქონელზე ტარიფებს გაზრდის.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს