ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს . როგორც განცხადებაში ნათქვამი, მათი მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება. „აშშ-ის ცენტრალურმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს . როგორც განცხადებაში ნათქვამი, მათი მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება. „აშშ-ის ცენტრალურმა…

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს.

როგორც განცხადებაში ნათქვამი, მათი მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ 20 ივლისს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 21:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი რაუნდი დაასრულა. აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს, რათა შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე თავდასხმა გააგრძელოს. კომერციული გემების ტრანზიტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო დერეფანში გრძელდება. მაისის დასაწყისიდან CENTCOM-ის ძალებმა დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტის ხელშეწყობა შეძლეს. ამერიკული ძალები კვლავ მზად არიან, სრუტეში თავისუფლად და ღიად გადაადგილების მსურველი სამოქალაქო მეზღვაურების მიმართ ირანის უსაფუძვლო აგრესიას პასუხი გასცენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მეათე ღამეა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე სამხედრო იერიშები განაახლა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს