ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

დონალდ ტრამპი – ძალიან კარგი საუბარი მქონდა ენდი ბერნემთან, უახლოეს მომავალში შევხვდებით

დონალდ ტრამპი – ძალიან კარგი საუბარი მქონდა ენდი ბერნემთან, უახლოეს მომავალში შევხვდებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას ბევრი თემა განიხილეს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას ბევრი თემა განიხილეს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობ…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბრისას ბევრი თემა განიხილეს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი, ვაჭრობა, სამხედრო ალიანსი, ჰორმუზის სრუტის განაღმვა და მრავალი სხვა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ბერნემს ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და აშშ მზად არის, მას დაეხმაროს.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ენდი ბერნემთან. ჩვენ ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან არსებული შესანიშნავი ურთიერთობები. უახლოეს მომავალში შევხვდებით ორმხრივი ინტერესის თემებზე. პრემიერ-მინისტრს დიდი სამუშაო ელოდება, მაგრამ ის ამის გაკეთებას შეძლებს, რა თქმა უნდა, აშშ იქ იქნება დასახმარებლად. ჩვენ განვიხილეთ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი, ვაჭრობა, სამხედრო ალიანსი, ჰორმუზის სრუტის განაღმვა და მრავალი სხვა თემა. სატელეფონო საუბარი საინტერესო იყო და ძალიან კარგად ჩაიარა. პრემიერ-მინისტრ ბერნემს წარმატებები და ღვთის წყალობა ვუსურვე“, – წერს ტრამპი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს