ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი: ევროკავშირის ენთუზიაზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ სუსტდება

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი: ევროკავშირის ენთუზიაზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ სუსტდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, დეივიდას მათულიონისმა განაცხადა , რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიმართ ენთუზიაზმი სუსტდება. როგორც მათულიონისმა აღნიშნა, ევროკავშირი რუსეთის ფედერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, დეივიდას მათულიონისმა განაცხადა , რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიმართ ენთუზიაზმი სუსტდება. როგორც მათულიონისმა აღნიშნა, ევროკავშირი რუსეთის ფედერ…

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, დეივიდას მათულიონისმა განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიმართ ენთუზიაზმი სუსტდება.

როგორც მათულიონისმა აღნიშნა, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. მისი თქმით, რუსეთის მიმართ ახალი შეზღუდვებზე უარის თქმა შეცდომა იქნებოდა, ვინაიდან ზეწოლას შედეგი მოაქვს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თუ დასავლეთს ნამდვილად სურს, აიძულოს რუსეთი დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ, „მაშინ სანქციების გაძლიერების გარეშე, ამის მიღწევა გაგვიჭირდება“.

ევროკავშირი ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მსჯელობს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნების ჯგუფმა, რომელთა შორისაც არიან საბერძნეთი და ავსტრია, ამ პაკეტის მიმართ პრეტენზიები სხვადასხვა მიზეზით გამოთქვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს