ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს

რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანთროპომორფულმა რობოტებმა ცოცხალ ორგანიზმზე ჩვეულებრივი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით ოპერაცია პირველად ჩაატარეს. Gizmodo-ს ცნობით , კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანთროპომორფულმა რობოტებმა ცოცხალ ორგანიზმზე ჩვეულებრივი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით ოპერაცია პირველად ჩაატარეს. Gizmodo-ს ცნობით , კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტე…

ანთროპომორფულმა რობოტებმა ცოცხალ ორგანიზმზე ჩვეულებრივი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით ოპერაცია პირველად ჩაატარეს.

Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.

წინა მექანიკური მანიპულატორებისგან ახალი მეთოდის მთავარი განსხვავება მანევრულობა და ჩაჭიდებაა. რობოტებს ინსტრუმენტები თითქმის ისევე უჭირავთ, როგორც ადამიანებს. Surgie-ს პროექტი მნიშვნელოვნად კომპაქტურია ისეთ ჩვეულ სისტემებთან შედარებით, როგორიცაა da Vinci. თუ სამედიცინო დანადგარები 800 კგ-ზე მეტს იწონის და სტაციონარულ საოპერაციოს საჭიროებს, ახალი რობოტი სულ რაღაც 27 კგ-ს იწონის და ორ ფეხზე გადაადგილება შეუძლია.

კვლევის ხელმძღვანელს, მაიკლ იპს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები დაეხმარება ექიმებს დაშორებულ რეგიონებსა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტის მქონე ქვეყნებში. მისი აზრით, ანთროპომორფული მანქანები რთულ ოპერაციებს პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს