ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს

მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გ…

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადაგერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერცმა ალიევს სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირება მიულოცა და აღნიშნა: „ეს ისტორიული ხელშეკრულება ახალ შანსს იძლევა, საბოლოოდ დაძიძლიოს გაჭიანურებული კონფლიქტი“.

მერცის თქმით, გერმანიისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტერესები მასშტაბურმა ომებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

გერმანიის მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომები ერთმანეთისგან განსხვავდება, „ჩვენ მათი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრენი ვართ“.

„აქ დავრწმუნდით, რომ საბოლოო ჯამში, მყარი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. დღეს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენ მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ამავდროულად, შევთანხმდით აზერბაიჯან-გერმანიის საქმიანი საბჭოს დაარსებაზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე, ჩვენს თანამშრომლობას ნავთობის, ასევე სამხრეთის გაზის დერეფნით გაზის მიწოდების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ორივე ქვეყნისთვის და გერმანია სერიოზულად ეკიდება აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს