ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს. აღნიშნული გამაგრებული მიწისქვეშა კომპლექსი ცენტრალურ ირანში, ნათანზის ბირთვული კომპლექსის სიახლო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს. აღნიშნული გამაგრებული მიწისქვეშა კომპლექსი ცენტრალურ ირანში, ნათანზის ბირთვული კომპლექსის სიახლო…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

აღნიშნული გამაგრებული მიწისქვეშა კომპლექსი ცენტრალურ ირანში, ნათანზის ბირთვული კომპლექსის სიახლოვეს მდებარეობს. იგი გამაგრებულ მიწისქვეშა ტერიტორიას წარმოადგენს.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ ირანმა ამ ადგილას ბირთვული ცენტრიფუგები გადაიტანა, ტრამპმა უპასუხა, რომ მსგავსი ოფიციალური მონაცემი მათ ხელთ არ აქვთ.

„ეს არაფერს ნიშნავს, სანამ მათ ხელთ შესაბამისი მასალა არ აქვთ. ჩვენ ვადევნებთ თვალს მასალის ადგილსამყოფელს, მთავარი მოქმედებაც სწორედ იქ ვითარდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ძალიან სავარაუდოა, რომ ამ ზონას ძალიან მალე დავარტყამთ. და ამის წინააღმდეგ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. იცით, ნორმალურ პირობებში ამას არ ვიტყოდი, რომ მეგონოს, რამის გაკეთება შეუძლიათ, ამას არასდროს ვიტყოდი. თუმცა, ამ ტერიტორიას ძალიან მალე და ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - დასძინა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს