ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის…

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის ხუთი დამატებითი მოთხოვნა გაკეთდა და სენატის თითქმის ყველა წევრი ამას გადაუდებელ პრიორიტეტად მიიჩნევდა.

თავის მხრივ, სენატორმა კეიტი ბრიტმა მიმართა მდივანს და აღნიშნა: „განა არ იტყოდით, რომ ჩვენი სამხედრო მამაკაცებისა და ქალებისთვის ახლავე იმის ქონა, რაც სჭირდებათ, გადაუდებელია?“

„ზოგჯერ გვავიწყდება უახლესი ისტორია, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის ხუთი დამატებითი მოთხოვნა არსებობდა, რომელთა სწრაფად გასაგზავნად ამ ორგანოს თითქმის ყველა წევრმა ორპარტიული ფორმატით მისცა ხმა - იმ საკითხისთვის, რომელიც ამ კომიტეტმა და ადმინისტრაციამ გადაუდებლად მიიჩნია. პრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა განსხვავებული ხედვა ჰქონდეს, მაგრამ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ხედვა იყო. მე ვიტყოდი, რომ ამერიკელი მამაკაცებისა და ქალების უზრუნველყოფა, უკრაინელ მამაკაცებთან და ქალებთან შედარებით, უფრო მაღალი პრიორიტეტია“, - დასძინა ჰეგსეტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს