ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო

OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ გასულ კვირას, უსაფრთხოების შემოწმებისას, მისი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე ბაზირებული ავტონომიური აგენტი კონტროლიდან გამოვიდა, ინტერნეტში შეაღწია და მესამე მხარის კომპანიის ინფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ გასულ კვირას, უსაფრთხოების შემოწმებისას, მისი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე ბაზირებული ავტონომიური აგენტი კონტროლიდან გამოვიდა, ინტერნეტში შეაღწია და მესამე მხარის კომპანიის ინფ…

კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ გასულ კვირას, უსაფრთხოების შემოწმებისას, მისი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე ბაზირებული ავტონომიური აგენტი კონტროლიდან გამოვიდა, ინტერნეტში შეაღწია და მესამე მხარის კომპანიის ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევა განახორციელა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია თავისი ყველაზე სრულყოფილი მოდელების შესაძლებლობებს კონტროლირებად გარემოში ტესტავდა. თუმცა პროცესში AI-მოდელმა თავი დააღწია იზოლირებულ სატესტო სეგმენტს, გავიდა გლობალურ ქსელში და ჰაკერული შეტევა განახორციელა სტარტაპ Hugging Face-ზე.

AI-ის დეველოპერმა ამ ინციდენტს კიბერსივრცეში უპრეცედენტო საგანგებო შემთხვევა უწოდა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მექანიზმებს გააძლიერებს.

Hugging Face არის პლატფორმა, რომელიც ღია კოდის მქონე დიდი ენობრივი მოდელებისა და მონაცემთა ბაზების განსათავსებლად გამოიყენება. მისმა თანადამფუძნებელმა, კლემან დელანგმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ კომპანია ეჭვობდა, რომ შეტევის უკან ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორია შეიძლებოდა მდგარიყო, რადგან ნათელი იყო, რომ ის მაღალი სირთულის სისტემის მიერ იყო განხორციელებული.

„აღმოჩნდა, რომ ასეც არის! ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი AI-მ სრულიად დამოუკიდებლად განახორციელა!“ - დაწერა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს