ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

„სიენენი“ – დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც მათ სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების საშუალებას მისცემს

„სიენენი“ – დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც მათ სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების საშუალებას მისცემს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა ბირთვული შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების შესაძლებლობას მისცემს. ამის შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა ბირთვული შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების შესაძლებლობას მისცემს. ამის შე…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან დაამტკიცა ბირთვული შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 30-წლიანი შეთანხმების შესახებ ოფიციალურად შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს საუდის არაბეთის ბირთვული პროგრამის განვითარებაში ამერიკული კომპანიების აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიების გადაცემასა და ექსპერტულ მხარდაჭერას.

ოფიციალური განცხადების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია დოკუმენტის კონგრესისთვის წარდგენას გეგმავს, სადაც, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება.

ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შეთანხმება ზღუდავს საუდის არაბეთის ბირთვულ ობიექტებზე ჩასატარებელი ინსპექტირების მასშტაბებს, რამაც კანონმდებლებს შორის უკვე გამოიწვია სკეპტიციზმი.

ექსპერტები შიშობენ, რომ მკაცრი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მექანიზმების გარეშე, საწვავის დამოუკიდებლად გამდიდრების უფლება მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს