ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით , პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა. ორბანმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ოპოზიციუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით , პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა. ორბანმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ოპოზიციუ…

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.

ორბანმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ოპოზიციური პარტიის ოფისიდან სერვერებისა და საკომუნიკაციო სისტემების ამოღების შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება ტექნიკურად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებს.

ორბანის თქმით, ასეთი რამ მხოლოდ დიქტატურის პირობებში ხდება. ფრაქციის ლიდერმა და უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა იანოშ ბოკამ ასევე აღნიშნა, რომ პარტია პროკურატურის მიერ ძალაუფლების გადამეტების შესაძლო ფაქტზე საჩივრის შეტანას განიხილავს.

„გუშინ ისეთი რამ მოხდა, რაც დასავლურ სამყაროში ვერასოდეს მოხდებოდა და უნგრეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა. პროკურატურამ „ფიდესის“ წევრების მთელი რეესტრი წაიღო. ეს არის აშკარა პოლიტიკური დირექტივა. მათ გაიტანეს მთელი ჩვენი კორესპონდენცია. ეს მხოლოდ მწვავე დიქტატურის დროს ხდება. არ მინდა ძალიან მკაცრი სიტყვები გამოვიყენო, ამიტომ, მოდით, ამჯერად ტერმინ „ავტორიტარულ მმართველობაზე“ შევჯერდეთ. ასეთი რამ მხოლოდ ავტორიტარულ სისტემაში ხდება“, - განაცხადა ორბანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს