ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

მარკო რუბიო – აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს

მარკო რუბიო – აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა . ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა . ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი კ…

აშშ მზად არის, კუბაში ცვლილებების ტემპთან დაკავშირებით მოთმინება გამოიჩინოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი კუბაში რეჟიმის ცვლილება, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, იყოს „ძალიან რეალისტური“ და „მომთმენი“ იმ პროცესის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კუბელმა ხალხმა „მომავალში შეძლოს კეთილდღეობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ცხოვრება და უკეთესი მომავლის შექმნა“.

მისივე თქმით, „ქვეყნის სოციალისტურ-ეკონომიკური მოდელი არ მუშაობს და კუბის მთავრობა ყველაზე მეტად ხელისუფლების შენარჩუნებით არის დაინტერესებული და არა რეფორმების გატარებით“. თუმცა, როგორც მარკო რუბიო აღნიშნავს, აშშ „გააგრძელებს მათთან საუბარს იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მათ შეუძლიათ“, რადგან, მისივე თქმით, ეს საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.

„ეს წარუმატებელი სახელმწიფოა, თუმცა, მე არასდროს განმისაზღვრავს რაიმე კონკრეტული ვადა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ცვლილება ან როდის უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ესოშიეთედ პრესის” ინფორმაციით, სამშაბათს კუბაში გაფრინდა თვითმფრინავი, რომელსაც საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაჰქონდა. მედიის ცნობით, ეს აშშ-ის ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც კუბის მოსახლეობისთვის პირდაპირი დახმარების გაწევაა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს