ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

მედია: უკრაინამ დრონებით რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სატუმბი სადგური დაბომბა. იერიშის სამიზნე „რუსულ Amazon“-ად წოდებული Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრშიც გახდა

მედია: უკრაინამ დრონებით რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სატუმბი სადგური დაბომბა. იერიშის სამიზნე „რუსულ Amazon“-ად წოდებული Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრშიც გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით იერიშები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს . მედიის ცნობით, რუსეთის ულიანოვსკის ოლქის დასახლება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით იერიშები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს . მედიის ცნობით, რუსეთის ულიანოვსკის ოლქის დასახლება…

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით იერიშები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის ულიანოვსკის ოლქის დასახლება ნოვოსპასკოეში მდებარე NS-Oil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უკრაინული დრონების სავარაუდო თავდასხმის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

შედარებით მცირე ზომის ქარხანა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 650 კილომეტრში მდებარეობს და ძირითადად ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. მისი წლიური გადამამუშავებელი სიმძლავრე 600 ათას ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს.

ამასთან, დაიბომბა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ ტუიმაზიში მდებარე ნავთობის სატუმბი სადგური. დაზიანების მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.

გვიან ღამით დრონებით მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის ქალაქი ვორონეჟიც. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო სამიზნე სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის კიდევ ერთი ლოგისტიკური ცენტრი იყო.

Wildberries რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-რითეილერია, რომელსაც ხშირად „რუსულ Amazon“-საც ადარებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ქალაქის თავზე ძლიერი აფეთქება ჩანს, მოგვიანებით კი ლოგისტიკური ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარიც დაფიქსირდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს