ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს . „მივესალმები რუსეთის წინააღმდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს . „მივესალმები რუსეთის წინააღმდე…

ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მიღწეულ შეთანხმებას. იმ დროს, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები კვლავაც ასუსტებს რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

მისი განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი დამატებით 32 რუსულ ბანკს შეეხება. ასევე, სიაში შეყვანილია კრიპტოვალუტის კომპანიები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმები.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის გადახედვა ერთი წლით შეჩერდება, რათა რუსეთის სამხედრო მანქანამ ბაზარზე არსებული რყევებით ვერ ისარგებლოს.

„პირველად ვაწესებთ სანქციებს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარებიან. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რათა რუს სამხედროებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ოფიციალურად აეკრძალოთ“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს