ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ

რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით , ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ. როგორც რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირანელები ამერიკელებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით , ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ. როგორც რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირანელები ამერიკელებს…

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ.

როგორც რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირანელები ამერიკელებს გზავნილებს მესამე ქვეყნების მეშვეობითაც უგზავნიან.

„ისინი [ირანელები] არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გვირეკავენ და გარიგების დადებას გვთხოვენ. სხვადასხვა, მესამე ქვეყნებში გზავნილებს აგზავნიან. პრობლემა ისაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ეს ადამიანები გარიგებას დებენ, ისინი მას არღვევენ, ან მის შეცვლას ცდილობენ. სავარაუდოდ, ისინი ჯერ მზად არ არიან გარიგების დასადებად. მაგრამ მალე მზად იქნებიან“, - თქვა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანელები ამერიკასთან კონფლიქტის გამო ძალიან ზიანდებიან და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი გონს არ მოეგებიან.

„მკაცრი განცხადებებისა და უაზრო ლეგო ვიდეორგოლების მიუხედავად, ისინი ძალიან ზიანდებიან და უფრო დაზიანდებიან მანამ, სანამ გონს არ მოეგებიან“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს