ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, აღნიშნა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, აღნიშნა,…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები საერთო ევროპულ ღირებულებებსა და მომავლის საერთო ხედვას, მათ შორის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიზანს, ეფუძნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ სერბულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი ქართული მხარის ურყევი მხარდაჭერა.

ალექსანდარ ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის წარმატებით დასრულება, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდა. ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბება.

მხარეებმა განიხილეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს შესაძლოა, არ მიენიჭოთ იგივე ხმის უფლება, როგორიც მოქმედ წევრებს აქვთ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებული სიტუაციის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი მიზნების დასახვა.

ალექსანდარ ვუჩიჩმა შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა, სერბეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი მეზურნიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს