ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის

პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ფილიპინებზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა , რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ახალი ძვრები არ არის. „ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ფილიპინებზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა , რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ახალი ძვრები არ არის. „ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტ…

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ფილიპინებზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ახალი ძვრები არ არის.

„ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტიმიზმს არ მივეცემოდი. კონტაქტები ნამდვილად ხორციელდება - ეს ყოველთვის პოზიტიურია. მაგრამ ახლა რაიმე ახალ დინამიკაზე ან ახალ დაჩქარებაზე საუბარი არ არის საჭირო“, - აღნიშნა მან.

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის კომენტირებისას, პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან დიალოგი „არსებული სამუშაო არხებით“ გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ კომუნიკაცია მოსკოვში გაგრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს