ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა არასწორი და წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა არასწორი და წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა უკიდურესად წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ტაიანმა ვერონაში გამართული ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა უკიდურესად წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ტაიანმა ვერონაში გამართული ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტ…

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა უკიდურესად წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ტაიანმა ვერონაში გამართული ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით თავს დაესხა უკრაინას და გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის დაღუპვა ორივე მხარეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ორი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გავაძევეთ, რადგან ისინი ორი იტალიელის მოსყიდვის მცდელობისას დააკავეს. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის მხრიდან განხორციელებული მრავალრიცხოვანი კიბერშეტევებიც“, – აღნიშნა ტაიანმა.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ ფონზე რუსი ხელოვანების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა არასწორი და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ვენეციის ბიენალეზე რუსი მხატვრები ხელახლა დაუშვეს. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ კი ევროკავშირმა 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გააუქმა. თავის მხრივ, ბიენალეს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ფორუმი დიალოგის სივრცედ რჩება, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან გამიჯნულია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს