ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპის განცხადებით, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს დაბომბავენ, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება

ტრამპის განცხადებით, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს დაბომბავენ, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა , რომ, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს თავს დაესხმებიან, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. როგორც ტრამპმა განმარტა, ჰუსიტები ირანის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა , რომ, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს თავს დაესხმებიან, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. როგორც ტრამპმა განმარტა, ჰუსიტები ირანის…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს თავს დაესხმებიან, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება.

როგორც ტრამპმა განმარტა, ჰუსიტები ირანის მარიონეტული ძალაა და ისლამური რესპუბლიკის მითითებით მოქმედებენ. შესაბამისად, როგორც ტრამპი წერს, ჰუსიტების მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ აშშ ირანს სამხედრო ძალით უპასუხებს.

„ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰუსიტებს ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა, რადგან ისინი გემებზე თავდასხმებით ვაჭრობასა და კომერციას აფერხებდნენ. მას შემდეგ, მათ შორის ირანთან ჩვენი კონფლიქტის დროსაც, ისინი საკმაოდ პასუხისმგებლობით იქცეოდნენ. სამწუხაროდ, ახლა ისევ დაიწყეს მოქმედება. გასულ ღამეს ორ საუდის არაბულ გემს გაუხსნეს ცეცხლი. ეს განცხადება ჩაითვალოს ოფიციალურ გაფრთხილებად: თუ ისინი ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ, ამერიკის შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, რადგან ჰუსიტები ირანის მარიონეტული და წარმომადგენლობითი ძალაა“, - დაწერა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ირანი მძიმე სამხედრო სასჯელს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ თავად ჰუსიტებიც, რომელთა ქცევაც განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია, რადგან აქამდე ისინი საკმაოდ პროფესიონალურად და გონივრულად მოქმედებდნენ“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს