ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

Reuters: ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ბირთვულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს

Reuters: ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ბირთვულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც სამეფოს ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული რეაქტორების აშენებისა და ურანის გამდიდრების უფლებას აძლევს, ისრაელში გააჩინა შიში, რომ ამან, შესაძლოა, ახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც სამეფოს ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული რეაქტორების აშენებისა და ურანის გამდიდრების უფლებას აძლევს, ისრაელში გააჩინა შიში, რომ ამან, შესაძლოა, ახ…

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც სამეფოს ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული რეაქტორების აშენებისა და ურანის გამდიდრების უფლებას აძლევს, ისრაელში გააჩინა შიში, რომ ამან, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლას დაუდოს საფუძველი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ აშშ-ის კონგრესის დამტკიცებას საჭიროებს, ოთხშაბათს გამოცხადდა და მისი მიზანი საუდის არაბეთისთვის სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარების შესაძლებლობის შექმნაა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეთანხმებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება ისრაელის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებს.

„საუდის არაბეთთან ბირთვული შეთანხმება, რომელიც ისრაელის გვერდის ავლით ფორმდება, სერიოზული სტრატეგიული მარცხია და ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა, რომელიც 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს დამარცხებას შეეცდება.

მისი თქმით, „საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებამ, შესაძლოა, რეგიონში ბირთვული შეიარაღების რბოლა და კონტროლის დაკარგვის სახიფათო პროცესი გამოიწვიოს“.

ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ „საუდის არაბეთის სამოქალაქო ბირთვული პროგრამა საბოლოოდ ბირთვული იარაღის შექმნით დასრულდება და მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით შეიარაღების შეშლილ რბოლას გამოიწვევს“.

მისი თქმით, ისრაელმა, რომელიც ფართოდ მიიჩნევა ბირთვული არსენალის მქონე რეგიონის ერთადერთ სახელმწიფოდ, შეთანხმებას უნდა დაუპირისპირდეს და აშშ-ის კონგრესზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მისი დამტკიცება არ მოხდეს.

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, ისე ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში.

თუმცა შეთანხმების მიღწევა აქამდე ვერ ხერხდებოდა, მათ შორის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაფრთხილებების გამო. მათი შეფასებით, ასეთი შეთანხმება საუდის არაბეთს მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას გაუხსნიდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს