ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს 24 სექტემბერს ეწვევა

ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს 24 სექტემბერს ეწვევა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, სი ძინპინის ვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, სი ძინპინის ვ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სი ძინპინის ვიზიტი მას შემდეგ გაიმართება, რაც ლიდერები მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპის ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვდნენ. პეკინში ყოფნისას ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია.

„პრეზიდენტი სი 24 სექტემბერს ჩამოვა. როდესაც პეკინში ვიყავი, ამ საკითხზე [ხელოვნურ ინტელექტზე] ვისაუბრეთ და ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განიხილეს თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრის აუცილებლობა, რათა საფუძველი ჩაეყაროს „ძალიან პოზიტიურ ვიზიტს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს