ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს

Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში იძულებით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში იძულებით…

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში იძულებითი შრომის წინააღმდეგ მოქმედი კონტროლის მექანიზმების არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თუ ჩვენს შრომით კანონმდებლობას შეერთებული შტატებისას შევადარებთ, ჩვენ გვაქვს ანაზღაურებადი შვებულებები, ჩვენი თანამშრომლებისთვის ძალიან კარგი შრომითი პირობებია შექმნილი, ამიტომ ეს ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია“, - განუცხადა კალასმა Reuters-ს ინტერვიუში.

სააგენტოს ცნობით, პარასკევს ტრამპის ადმინისტრაციამ 60 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის, პროდუქციაზე 10%-ისა და 12,5%-ის ოდენობის ახალი ტარიფები დააწესა. ვაშინგტონი გადაწყვეტილებას იძულებითი შრომის აკრძალვის წესების არასათანადო აღსრულების ბრალდებით ხსნის. ახალი ზომები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფის მოქმედების ვადა ამოიწურა.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ევროკავშირი, რომ ამერიკული ტარიფები მასაც შეეხებოდა, კალასმა უპასუხა: „ვინ შეძლებს იმ ტარიფებისთვის თვალყურის დევნას, რომლებიც ხან წესდება და ხან უქმდება? არა, ამას არ ველოდით“.

კალასის განცხადებით, ევროკავშირი ვაშინგტონისგან დამატებით განმარტებებს მოითხოვს. მისი თქმით, ბრიუსელმა გასულ წელს მიღწეული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, ამიტომ ახალი ტარიფები მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩვენ ამერიკასთან შეთანხმება გვქონდა და ჩვენი ვალდებულებები ამ შეთანხმების ფარგლებში სრულად შევასრულეთ. სწორედ ამიტომ არის მოულოდნელი და უარყოფითი, რომ ეს შეთანხმება აღარ სრულდება“, - განაცხადა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს