ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი

უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ს…

რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სერჰი ბესკრესტნოვის თქმით, რომელიც ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა, თუმცა არ დაშავებულა, გამოფენა კიევის მახლობლად, ჟიტომირის ავტომაგისტრალის მიმდებარე სასწავლო პოლიგონზე იმართებოდა.

„არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - განაცხადა მან.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო „ათეულობით“ დაშავდა.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, სად მოხდა დარტყმა და რა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა იმ დროს.

მალევე უკრაინის თავდაცვის მრეწველობის საბჭომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „კიევის ოლქში მტრის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა იმ ადგილზე, სადაც უკრაინის თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს