ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 12

ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია

ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს . გამოცემის ცნობით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს . გამოცემის ცნობით,…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განცხადება იმ დროს გავრცელდა, როდესაც საბერძნეთი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მასშტაბურ შესყიდვას აგრძელებს.

F-35-ის პროგრამაში დაბრუნება ანკარის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ ასეთ ნაბიჯს მხარს დაუჭერდა. თურქეთი პროგრამიდან 2020 წელს, რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, გარიცხეს.

Euractiv-ის ინფორმაციით, ნატოს სამიტის შემდეგ თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოსთან S-400-ის შესაძლო გაყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა F-35-ის პროგრამაში დაბრუნებისთვის გზა გაიხსნას.

თუმცა, 22 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა „დემოკრატ“ კონგრესმენ უესლი ბელს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ თურქეთს აშშ-ის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, S-400-თან დაკავშირებული საკითხის მოსაგვარებლად ნებისმიერი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან თანხვედრაში.

ამ საკითხზე ანკარასთან კონტაქტების არსებობა მოსკოვმაც დაადასტურა.

საბერძნეთი, რომელმაც უკვე შეუკვეთა 20 ერთეული F-35-ის გამანადგურებელი, და ისრაელი, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავებს უკვე იყენებს, თურქეთის პროგრამაში დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს და მათ სამხედრო უპირატესობას შეასუსტებს, წერს გამოცემა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს