ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 14

POLITICO: ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა სამრეწველო კომპანია დაასანქცირა

POLITICO: ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა სამრეწველო კომპანია დაასანქცირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩინეთი ევროკავშირის 14 თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს . გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩინეთი ევროკავშირის 14 თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს . გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ…

ჩინეთი ევროკავშირის 14 თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 14 ჩინური კომპანია შეიყვანა.

ეს პეკინის მხრიდან ევროკავშირის სანქციებზე დღემდე ყველაზე პირდაპირ და მკაცრ პასუხად მიიჩნევა. ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკიდურესად აღმაშფოთებელი“ უწოდა. ბოლო კვლევების თანახმად, სანქცირებული საქონლის დაახლოებით 90%, რომელიც კვლავ რუსეთში ხვდება, ჩინეთის გავლით გადაადგილდება.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, გერმანიის სწრაფად მზარდი თავდაცვითი კომპანია Rheinmetall-ი იმ 14 კომპანიას შორისაა, რომელთათვისაც ჩინელ ექსპორტიორებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, ანუ ისეთი საქონლის, რომელსაც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო გამოყენება აქვს, მიწოდება აეკრძალებათ, წერს გამოცემა.

შეზღუდვები ასევე შეეხო ჩეხურ სატვირთო ავტომწარმოებელ Tatra-ს, ნიდერლანდურ საზღვაო საინჟინრო კომპანიას IHC Merwede-ს, ასევე ოპტიკისა და ლაზერული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ რამდენიმე კომპანიას.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ექსპორტიორებს სპეციალური ლიცენზიის მიღების მოთხოვნით მიმართვა შეეძლებათ, თუ კონკრეტული მიწოდება „ნამდვილად აუცილებლად“ ჩაითვლება.

განცხადება ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან ერთი დღის შემდეგ გავრცელდა. ბრიუსელმა სანქციების სიაში 14 ჩინური და ჰონკონგში რეგისტრირებული კომპანია შეიყვანა, რის შედეგადაც ევროპულ კომპანიებს მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება აეკრძალათ.

POLITICO-ის ცნობით, სანქცირებული კომპანიების უმეტესობა მაღალტექნოლოგიურ თავდაცვით სექტორში არ საქმიანობს. ისინი ძირითადად ლოგისტიკური კომპანიებია, რომლებიც რუს იმპორტიორებს დასავლური ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებიან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს