ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

დონალდ ტრამპი – „გუგლი“ ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის „ფულის ყულაბა“ არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის

დონალდ ტრამპი – „გუგლი“ ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის „ფულის ყულაბა“ არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის მიერ „გუგლისთვის“ დაკისრებულ ერთ მილიარდ დოლარიან ჯარიმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ტრამპის თქმით, ევროკავშირი კვლავ დიდ ამერიკულ კომპანიებს ესხმის თავს. შეერთებული შტატების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის მიერ „გუგლისთვის“ დაკისრებულ ერთ მილიარდ დოლარიან ჯარიმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ტრამპის თქმით, ევროკავშირი კვლავ დიდ ამერიკულ კომპანიებს ესხმის თავს. შეერთებული შტატების…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის მიერ „გუგლისთვის“ დაკისრებულ ერთ მილიარდ დოლარიან ჯარიმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ტრამპის თქმით, ევროკავშირი კვლავ დიდ ამერიკულ კომპანიებს ესხმის თავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გაიხსენა, რომ მანამდე apple, meta და amazon-ი დაჯარიმდნენ.

„მას შემდეგ, რაც Apple აბსოლუტურად უსაფუძვლოდ 15 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, Meta 3 მილიარდით, Amazon 2.5 მილიარდით და მრავალი სხვა, ახლახან შევიტყვეთ, რომ Google-იც, ნამდვილად მოწინავე და საოცარი კომპანია, კიდევ ერთხელ, ახსნის გარეშე, ერთი მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. ამით „გუგლის“ ჯამურმა ჯარიმამ 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „უკანონო და დისკრიმინაციული პრაქტიკა“ ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.

„ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს აღარ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპისთვის „ფულის ყულაბა“ არ არის და არც გახდება!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი განმარტავს, რომ დაუყოვნებლივ იწყებს ე.წ. 301-ე მუხლით გამოძიებას ამერიკული კომპანიების მიმართ ევროკავშირის პრაქტიკის შესასწავლად.

„ევროკავშირი ამ უკანონო და უკიდურესად არაეთიკური საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის, რაზეც მე მუდმივად ვაფრთხილებდი მათ. ეს ჯარიმები მთლიანად გაუქმდება და, ჩვენი ვარაუდით, უახლოეს დროში მათზე მნიშვნელოვანი ტარიფი დაწესდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ევროკომისიამ „გუგლს“ ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) მოთხოვნების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროს (დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს