ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე

მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . აფეთქებები და მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა ასევე რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . აფეთქებები და მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა ასევე რ…

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აფეთქებები და მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა ასევე როსტოვის ოლქშიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბელგოროდში აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა ლოგისტიკურ საწყობებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს. ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში, სავარაუდოდ, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხანძრები და აფეთქებებია ასახული.

რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული დრონების მასირებულმა შეტევამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი, გაზსადენი და დაუკონკრეტებელი „კომერციული ობიექტი“.

ბელგოროდში საწყობზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა ქალაქის მერმა ვალენტინ დემიდოვმა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ შუვაევის განცხადებით, რეგიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, საგანგებო სამსახურები ქალაქში ხანძრების ლიკვიდაციას განაგრძობენ, ხოლო დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ამავე დროს, სამხრეთ რუსეთში, დონის როსტოვის მცხოვრებლებმა ქალაქის სხვადასხვა უბანში ხანძრებისა და ძლიერი დაკვამლიანების შესახებ განაცხადეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი ობიექტები დაიბომბა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს