ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართა. აჭრის მთავრობის ინფორმაციით, საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართა. აჭრის მთავრობის ინფორმაციით, საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმო…

ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართა.

აჭრის მთავრობის ინფორმაციით, საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ზღვისა და მთის უნიკალური სინთეზით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ვიზიტორებისთვის. მისივე თქმით, ზაფხულის ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს, მის მრავალფეროვნებასა და ემოციებს, რასაც ქალაქი თითოეულ სტუმარს სთავაზობს.

ფესტივალის ფარგლებში ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და თემატური ინსტალაციებით გაფორმდა. დღის განმავლობაში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. ზღვის სანაპიროზე კი ფრანების შოუ მოეწყო. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები უზრუნველყოფდნენ. საღამო „გუფი ლენდისა“ და DJ GURI DE SAL-ის გამოსვლით დასრულდა.

„ზაფხულის ფესტივალი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის სამინისტროების ხელმძღვანელები, ასევე, რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების მერები და წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები შეუერთდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს