ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სლოვაკეთი უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა

რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სლოვაკეთი უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუკით“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის საელჩომ გან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუკით“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის საელჩომ გან…

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა.

განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუკით“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის, „მსურველთა კოალიციის“ წევრი გახდა.

ამ ინფორმაციას ფიცომ ირონიით უპასუხა და თქვა, რომ მალე ალბათ მოუწევს იმის მტკიცება, რომ მას რობერტ ფიცო ჰქვია.

„როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი, რომელიც უკრაინაში ომის გაგრძელებას უჭერს მხარს“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა რომ მას „მსურველთა კოალიციის“ არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს