ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მედიის ცნობით, აშშ-ის ქალაქ სიეტლში ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა, დაკავებულია ერთი პირი

მედიის ცნობით, აშშ-ის ქალაქ სიეტლში ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა, დაკავებულია ერთი პირი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ქალაქ სიეტლში, სპეის ნიდლსის მახლობლად, კვების ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა კვირას, ადგილობრივი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ქალაქ სიეტლში, სპეის ნიდლსის მახლობლად, კვების ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა კვირას, ადგილობრივი…

აშშ-ის ქალაქ სიეტლში, სპეის ნიდლსის მახლობლად, კვების ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, ფესტივალის დასრულებამდე რამდენიმე საათის წინ დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, განხორციელდა ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია.

სიეტლის მერის განცხადებით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. სიეტლის პოლიციის დეპარტამენტს დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც მედია წერს, თვითმხილველების თქმით, სროლის დაწყების შემდეგ ფესტივალზე პანიკა ატყდა. ადამიანები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ, ზოგი კი ახლომდებარე შენობებს აფარებდა თავს.

Bite of Seattle ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც 1982 წლიდან ტარდება და სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 350 000 ვიზიტორი ჰყავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს