ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შორ მანძილზე დარტყმები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შორ მანძილზე დარტყმები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების თემაზე Sky News-ს ესაუბრა . ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს, ისევე, როგორც შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს პატივს სცე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების თემაზე Sky News-ს ესაუბრა . ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს, ისევე, როგორც შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს პატივს სცე…

უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების თემაზე Sky News-ს ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს, ისევე, როგორც შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს პატივს სცემს, თუმცა მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების წარმატებით ჩატარება მხოლოდ ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფედოროვსა და სირსკის შორის არსებული კონფლიქტი და აღნიშნა, რომ ომის პერიოდში უწყებებს შორის კონფლიქტების მოგვარებაზე დრო არ უნდა იხარჯებოდეს.

„თუ გსურთ ამ ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება, უნდა გაიგოთ: უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეომარი, ეს არის ჯარისკაცი. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ არის, თუ ის უკან გარბის, ან თუ თვლით, რომ მხოლოდ დრონების გამოყენება შეგიძლიათ და ჯარისკაცები არ გჭირდებათ, მაშინ დამარცხდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ქალაქებში კი მიხაილ ფედოროვის გათავისუფლებას ამ დრომდე აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები ამჯერად კიევსა და ლვოვში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს