ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ესპანეთი და პირენეს ნახევარკუნძული კლიმატის კრიზისის შედეგებს განიცდიან

პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ესპანეთი და პირენეს ნახევარკუნძული კლიმატის კრიზისის შედეგებს განიცდიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი და პირენეს ნახევარკუნძული კლიმატის კრიზისის შედეგებს განიცდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ესპანეთში, მადრიდის დასავლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი და პირენეს ნახევარკუნძული კლიმატის კრიზისის შედეგებს განიცდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ესპანეთში, მადრიდის დასავლე…

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი და პირენეს ნახევარკუნძული კლიმატის კრიზისის შედეგებს განიცდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ესპანეთში, მადრიდის დასავლეთით ტყის ხანძრების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა სანჩესის თქმით, „წინ კვლავ მძიმე საათებია“.

„წინ რთული საათები გველოდება, თუმცა ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ გასული ღამე ხანძრის ლოკალიზების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური იყო“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთი და პორტუგალია კლიმატის კრიზისის სხვადასხვა შედეგს აწყდებიან – ტყის ხანძრებს, შტორმებსა და ძლიერ თოვას.

„მთელი პირენეს ნახევარკუნძული კლიმატური საგანგებო მდგომარეობის შედეგებს განსაკუთრებით მწვავედ განიცდის“, – აღნიშნა სანჩესმა.

ცნობისთვის, 24 ივლისს, მადრიდის შემოგარენში ტყის ხანძრების გამო, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ფართომასშტაბიან ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ესპანეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართა. ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც. ამჟამად ყველაზე მასშტაბური კერა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია, სადაც ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დახმარებისთვის ევროკავშირს საფრანგეთმაც მიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს